სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 121 კოვიდპაციენტი, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 11.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 25 პაციენტი, მათ შორის მძიმე 7.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 28 პაციენტი.

“სენაკი ლაზიკა” მედი – 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 720 ადამიანი.

რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 49 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ხობის მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + nine =

Akismet ანტისპამი