- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხით გაიზარდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში მყოფთა რიცხვი. 30 ივნისის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 91 პირი.
ხუთით გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა – 35 მოქალაქე.
სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2011 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.