- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367, ქვემო ქართლი – 132, შიდა ქართლი – 144, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12”.