- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოალაციაში გადადის.
“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში პრემიერთან კონტაქტის გამო გადავიდა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.