- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ გახსნა და სხდომის მონაწილეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში განთავსდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პორტრეტი და მადლობა გადაუხადა იდეის ინიციატორს, საკრებულოს წევრს ნიკოლოზ ფიფიას, პორტრეტის ავტორს მხატვარ მურმან დემურიას და მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელს აბელ კალანდიას.