ზუგდიდში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის დღე აღნიშნეს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ საჯარო მოხელეებთან და ზუგდიდელ მოქალაქეებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × two =

Akismet ანტისპამი