საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება


  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება.

“მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს,-ნათქვამია განცხადებაში.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გაიმართება დღეს – 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე Rome.doctor@mfa.gov.ge

სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი: 21 მარტი – ესპანეთი; 22 მარტი – საფრანგეთი;

მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს – 23 მარტს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 + five =

Akismet ანტისპამი