“ლელოს” ინიციატივა რუხში ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრის გახსნის შესახებ


  • “ლელოს” ზუგდიდის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ინიციატივით გამოდის რუხში მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად იქცეს.

“2012 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ რუხში აფხაზეთის გამყოფ ზოლთან, აშენებულიყო მრავალფუნქციური კლინიკა-საავადმყოფო სტაციონალური განყოფილებით. 2018 წელს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, დასრულდა მისი მშენებლობა და პროექტის ღირებულებამ შეადგინა 42 მილიონ 620 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით 220 საწოლზეა გათვლილი, 7 ბლოკირებული განყოფილება პლიუს 25 ადგილიანი სასტუმრო, ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში მძვინვარე ვირუსულ გამოწვევას. ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით გადამალული აქვს ეს საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას მოხდეს, უმოკლეს ვადაში, აღჭურვა თანამედროვე სტანდართებით და ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად იქცეს. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები”.- ამბობს ახლედიანი განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!