- ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე – დედაღვთისას კვართი მომლოცველებმა და სასულიერო პირებმა ლიტანიობით გამოაცილეს.
სადღესასწაულო ლიტანიობის თანხლებით, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის გადაბრძანება ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვით განხორციელდა. სიწმინდე, რომელიც საუკუნეებია სამეგრელოს მთავართა სასახლეშია დაცული, მომდევნო წლამდე კვლავ მუზეუმის მუდმივ საცავსა და საგამოფენო სივრცეს დაუბრუნდა.
