- პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.
“საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.