რუხში, ფეხბურთის აკადემიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუხში, ლევან II დადიანის ქუჩაზე ფეხბურთის აკადემიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, 300 000 ლარამდე ღირებულების პროექტი გზასთან ერთად სანიაღვრე არხებისა და ეზოებში მისასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.

რუხში მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − four =

Akismet ანტისპამი