- 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.
„საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე.
რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე – (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@emis.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
