რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა.

ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

აკადემიაში ახალი სასწავლო წლიდან 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას, აკადემიის გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, FIFA-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − thirteen =

Akismet ანტისპამი