- დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში, 7 მარტს, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ქალბატონებს სთავაზობს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს. ასევე, უფასო ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ნაცხის ბაქტერიოლოგიურ კვლევას.
აქციის ფარგლებში, ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ისარგებლონ შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციით:
- გინეკოლოგი
- მამოლოგი
- კარდიოლოგი
- ქირურგი
მიღების დრო: 10:00 – 15:00 საათი.


