რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა


  • პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს საინფორმაციო სამსახური და ცხელი ხაზი მუშაობის სრულ, 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შეფერხების გარეშე.

“გჭირდებათ ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევების, ანალიზების თუ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის შესახებ? საინფორმაციო ოპერატორები მზად არიან გიპასუხონ ნებისმიერ დროს.

ცხელი ხაზის ფუნქციები და ხელმისაწვდომი სერვისები:

ვიზიტების მენეჯმენტი: ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, დროის დაჯავშნა ან საჭიროების შემთხვევაში კორექტირება/გაუქმება.

სამედიცინო სერვისები: დეტალური ინფორმაციის მიწოდება კლინიკაში არსებული ლაბორატორიული ანალიზებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების შესახებ.

საორგანიზაციო საკითხები: კლინიკის, კონკრეტული დეპარტამენტებისა და მედპერსონალის სამუშაო განრიგის დაზუსტება.

“უსაფრთხოებისა და კანონმდებლობის დაცვით, ჩვენი ოპერატორები არ გასცემენ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას. პაციენტის მონაცემების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი დეტალების გასაჯაროება დისტანციურად არ ხორციელდება.”-აღნიშნულია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცხელი ხაზი: 0322 195 004


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × four =

Akismet ანტისპამი