- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცენტრალური საინფუზიო პორტის იმპლანტაცია უკვე შესაძლებელია. აღნიშნული, პტოცედურა განკუთვნილია ძირითადად ქიმიოთერაპიის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ხშირი და ხანგრძლივი ინტრავენური ინექციები სჭირდებათ.
უწყების ცნობით, სერვისის მიღება პაციენტებს, მანამდე რეგიონში არ შეეძლოთ.
“აღნიშნული პორტი ამცირებს ქიმიოთერაპიული მედიკამენტების ხანგრძლივ ინტრავენურ მიღებასთან დაკავშირებულ გართულებებს. პორტი თავსდება კანქვეშ, გულმკერდის ზემო მესამედში, ის ძალიან მცირე ზომისაა და კანქვეშ მისი არსებობა თითქმის შეუმჩნეველია. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პორტის იმპლანტქცია ხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.