რუხის კლინიკაში 4 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას


  • რუხის კლინიკაში 10 პაციენტი იმყოფება, აქედან 4 კოვიინფიცირებულია. ისინი ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის ე.წ. კლასტერიდან არიან.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.  “უახლოეს დღეებში მათ უწევთ შუალედური ტესტირება და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში შევძლებთ პაციენტების გაწერას. რაც შეეხება, ტრაილერის მძღოლებს ჩვენი კლინიკა არის ჩართული იმ კლინიკების ჯგუფში, რომლებიც უტარებენ ტრაილერის მძღოლებს სწრაფ ტესტირებას. სწრაფი ტესტირება არ არის სრულყოფილი მეთოდი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იძლევა იმის საშუალებას, რომ საეჭვო ინფიცირებული პირები გამოვლინდნენ. ჯერჯერბით ყველა ტესტი ნეგატიურია, მიმდინარეობს კვლევები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,-განაცხადა ქარცივაძემ.

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ბოლო დღეებში პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!