მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 – საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

“დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება. ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით. ჩვენთან 2 ახალი პაციენტია, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა და კვლავ 38 დადასტურებული შემთხვევა წევს. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, კვლავ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!