- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 27 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 2 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე ადამიანი.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 4 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 3 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 89 მოქალაქე.