- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 120 მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 143 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 95 და მძიმე 13 პაციენტი.
“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე.
ფოთის კლინიკაში იმყოფება – 38 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში – 32 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 პირი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსისგან კიდევ ორი მოქალაქე გარდაიცვალა. მარტვილის მცხოვრები 74 წლის ქალი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ზუგდიდის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. პაციენტი რუხის კლინიკაში გარდაიცვალა.