რუსეთში კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • რუსეთში კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 272 238-ს მიაღწია.

რუსული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსს 201 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 22 257-მდე გაიზარდა.

რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 009 421 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × one =

Akismet ანტისპამი