აფხაზეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • აფხაზეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2170-მდე გაიზარდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით,  ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 138 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა  საერთო რაოდენობა 814 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2-ით გაიზარდა და 21-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 2 =

Akismet ანტისპამი