- გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შესაბამის ინფორმაციას ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, დაშავებულია ორი ადამიანი.
საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ფრთოსანი რაკეტით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელეს. რუსეთმა სარაკეტო იერიში სასოფლო სამეურნეო საწარმოზე მიიტანა, დაიბომბა საწყობები. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მანამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის ოლქში ზღვის თავზე ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, კიდევ სამი რაკეტა კი – მიკოლაევის ოლქში.