- რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქზე რუსმა სამხედროებმა ჰაერიდან მიიტანეს იერიში.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სამშობიარო პალატა, საბავშვო ბაღი და ათობით სახლი.