როგორ უნდა აარჩიოთ სწორად მარწყვი, რომ ის მომწამვლელი არ აღმოჩნდეს


  • ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი, არო­მა­ტუ­ლი და გემ­რი­ე­ლი ხი­ლის – მარ­წყვის არ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბას ძი­რი­თა­დად იმა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ, არის თუ არა მარ­წყვი საღი, თუმ­ცა ეს მარ­წყვის არ­ჩე­ვის მხო­ლოდ ერთ-ერთი დე­ტა­ლია. კი­დევ არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში უამ­რა­ვი რამ, რაც მარ­წყვის არ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

რა სა­ერ­თო აქვს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნის სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას მარ­წყვთან? რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი მირ­თმე­ვი­სას, რომ ამ უგემ­რი­ე­ლეს­მა კენკრამ სი­მე­ლო­ტე და ძვლე­ბის გა­მო­ფიტ­ვა არ გა­მო­იწ­ვი­ა­ოს? – “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია” ყვე­ლა კი­თხვა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს!

მარ­წყვი ხელს უწყობს სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში, მას­ში არ­სე­ბუ­ლი თუ­თი­ის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც ჰორ­მო­ნის ტეს­ტოს­ტე­რო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს. ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის გარ­და, მარ­ყვში უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც მო­ი­ძებ­ნე­ბა – ის ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტია. თუ მარ­წყვზე ალერ­გია არ გაქვთ, მისი მი­ღე­ბი­სას დო­ზის დაც­ვა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მას­ში არ­სე­ბუ­ლი ას­პი­რი­ნის გამო, დიდი დო­ზით მი­ღე­ბულ­მა მარ­წყვმა შე­ი­ლე­ბა ქა­ლებ­ში ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, მა­მა­კა­ცებ­ში კი სი­მე­ლო­ტე გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ იცო­დეთ! დღე­ში მხო­ლოდ 20-30 ცალი მარ­წყვი უნდა მი­ირ­თვათ, ეს სავ­სე­ბით სა­კა­მა­რი­სია მისი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად და მავ­ნე თვი­სე­ბე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად.

რა კავ­შირ­შია მარ­წყვი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­თან?

დი­ფე­ნი­ლი – ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბაც აკ­რძა­ლუ­ლია თით­ქმის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, მათ­შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ის კონ­სერ­ვან­ტია, რო­მელ­საც მარ­წყვს აფ­რქვე­ვენ, ასე ის დიდ ხანს ინა­ხე­ბა და კარ­გად უძ­ლებს ტრან­სპორ­ტი­რე­ბას(იხი­ლეთ ვი­დეო)

დი­ფე­ნი­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის­გან მი­ი­ღე­ბა. მარ­წყვს, რო­მელ­საც წინ დიდი გზა ელო­დე­ბა, სწო­რედ დი­ფე­ნი­ლით ამუ­შა­ვე­ბენ, ამი­ტომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ირ­თვათ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­წყვი, რად­გან ჯან­სა­ღი მარ­წყვი მალ­ფუ­ჭე­ბა­დია და ის ვერ გა­უძ­ლებს ხან­გრძლივ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, თუ მას­ში სა­ხი­ფა­თო კონ­სერ­ვან­ტე­ბი არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორ ავარ­ჩი­ოთ მარ­წყვი სწო­რად?

თუ დახლზე მარ­წყვი მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და თქვენ მისი ყიდ­ვა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, გა­რეგ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რის გარ­და შემ­დე­გი რჩე­ვე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

იხი­ლეთ ვი­დეო: ექ­სპე­რი­მენ­ტი ცუდი და კარ­გი მარ­წყვის გა­სარ­ჩე­ვად

  • კარ­გი მარ­წყვი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად არის გაზ­რდი­ლი წყალ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი მოხ­ვედ­რის შემ­დეგ წვენს გა­უშ­ვებს, ცუდი კი არა.
  • მარ­წყვზე კონ­სერ­ვან­ტი დი­ფე­ნი­ლი ზედ­მე­ტად პრი­ა­ლებს, რად­გან ის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტია და შე­სა­ბა­მი­სად ცხი­მი­ა­ნიც, იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ პრი­ა­ლა მარ­წყვი ნამ­დვი­ლად დი­ფე­ნილს შე­ი­ცავს, ხელ­სა­ხო­ცი დაგ­ჭირ­დე­ბათ, და­ა­დეთ ის ხელ­სა­ხოცს, თუ მარ­წყვმა ცხი­მის კვა­ლი და­ტო­ვა, ნუ შე­ი­ძენთ მას.
  • უკვე სახ­ლში მო­ტა­ნი­ლი მარ­წყვი კი შე­გიძ­ლი­ათ დი­ფე­ნოლ­ზე შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­ა­მოწ­მოთ: და­ას­ხით მას მდუ­ღა­რე წყა­ლი, თუ წყლის ზე­და­პირ­ზე ცხი­მი ამო­ტივ­ტივ­და, ასე­თი მარ­წყვი შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ყა­როთ, რაგ­დან მას­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბაა.
  • ნიტ­რა­ტე­ბი­ა­ნი მარ­წყვის გა­მო­სავ­ლე­ნად წყა­ლი დაგ­ჭირ­დე­ბათ. და­ჭყლე­ტილ მარ­წყვს და­ას­ხით წყა­ლი, თუ წყა­ლი მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რის გახ­და, მარ­წყვი ნიტ­რა­ტე­ბი­ა­ნია
  • მარ­წყვი, რო­მელ­შიც ზედ­მე­ტი მი­ნე­რა­ლე­ბია, უფრო მშრა­ლია, ამი­ტომ გა­ჭე­რით მარ­წყვი და და­ა­დეთ ხელ­სა­ხოცს, თუ მარ­წყვმა კვა­ლი მსუ­ბუ­ქად და­ტო­ვა მას­ში ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლე­ბია, კარ­გმა მარ­წყვმა ასე­თი კვა­ლი უნდა და­ტო­ვოს ხელ­სა­ხოც­ზე.
  • გარ­და ამი­სა იცო­დეთ, ბუ­ნებ­რი­ვად გაზ­რდი­ლი მარ­წყვი იმ­დე­ნად არო­მა­ტუ­ლია, რომ მისი დაყ­ნოს­ვა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სურ­ნე­ლი შო­რი­დან­ვე მი­გი­ზი­დავთ.
  • ყუნ­წი უნდა იყოს მწვა­ნე და არა დამ­ჭკნა­რი, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მარ­წყვი ახა­ლი დაკ­რე­ფი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად სახ­ლამ­დეც მიგყვე­ბათ. მწი­ფე მარ­წყვს ბუ­სუ­სე­ბი არ უნდა ქონ­დეს გა­მოშ­ვე­რი­ლი.

ასე რომ, მი­ირ­თვით მარ­წყვი და ისი­ა­მოვ­ნეთ, უბ­რა­ლოდ არ და­გა­ვი­წყდეთ დო­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა!

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × 2 =

Akismet ანტისპამი