რევაზ შეროზიას საჩუქარი მუზეუმის ბიბლიოთეკას


  • შოთა მესხიას, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, რევაზ შეროზიამ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

“ხალხური სიბრძნე I. მეგრული და ლაზური ანდაზები“ / შემდგენლები: რ. შეროზია, ო. მემიშიში. რედაქტორი: აკად. ქ. ლომთათიძე. – თბ., 1994. კრებულში შეტანილია სამეგრელოსა და ლაზეთში საველე სამუშაოების დროს მოპოვებული ფოლკლორული მასალა. წიგნი საინტერესოა, როგორც სპეციალისტების, ისე მოსწავლე ახალგაზრდობისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

“ქართველური ხალხური სიტყვიერება. ჩხოროწყუს რაიონი“ / გამოსაცემად მოამზადა ამირან ლომთაძემ. რედაქტორები: რ. შეროზია, ვ. მაღრაძე, მ. ნაჭყებია. – თბ., 2016. წიგნში წარმოდგენილია რაიონის სოფლებში მოპოვებული ქართველური ხალხური სიტყვიერების ტექსტები. იგი განკუთვნილია ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ეთნოგრაფიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

“ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი.“ – თბ., 2003. / შემდგენელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი, კავკასიოლოგი, როსტომ ფარეულიძე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!