ირაკლი ღარიბაშვილი: ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებსა თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები


  • ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებსა თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებსა თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს; ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და, მეორე მხრივ, ძალიან არაკომფორტულია.

პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ – კომფორტზე. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში, და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!