- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 5ით გაიზარდა. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 55 პირი.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 41 პირია.
ამავე ინფორმაციით, ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1932 პირზე.