- შეხვედრაზე, რომელიც უკრაინაში მოღვაწე ქართველი მწერლის, პოეტისა და დიპლომატის რაულ ჩილაჩავას, ზუგდიდში, მშობლიურ ქალაქში ყოფნას და მისი ბოლო ნამუშევრების პრეზენტაციას მიეძღვნა, იყო ერთი საინტერესო და სასიამოვნო დეტალიც,-ბატონმა რაულმა ზუგდიდელ პოეტს, გია ჯიჭონაიას, უკრაინიდან ჩამოუტანა და გადასცა, უკრაინა-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, ჯიჭონაიას, კიევში, უკრაინულად გამოცემული წიგნისთვის “კოლხური კირბები”.
“ზუგდიდელებთან”, გია ჯიჭონაიამ ისაუბრა დავით გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიაზე, ნამუშევრებზე, რისთვისაც მიენიჭა მას ეს უმაღლესი ჯილდო და მადლობა გადაუხადა ბატონ რაულს, რომ ის, უკრაინას, საფუძვლიანად აცნობს ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას. გია ჯიჭონაიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინელების მიერ მოწონებული და აღიარებული მისი წიგნის თარგმნაში და პოპულარიზაციაში, სწორედ ბატონ რაულ ჩილაჩავას დიდი წვლილია.