- დღეს, 7 იანვარს, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ისევ შეიკრიბდნენ ახალი არჩევნებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.
დღევანდელ აქციაზე, ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩამოვა. დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული დეტალები კი დღის ბოლომდე დაზუსტდება.