დღეს, სასტუმრო ,,იბერია პალასში’’ დევნილთა და განსახლების სამინისტრომ წარმოადგინა 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და განსახორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, 2017- 2018 წლებში 2096 ახალი საცხოვრებელი ბინა აშენდება, რომლის ღირებულება შეადგენს 77 400 000 ლარს. მისი ინფორმაციით, 2017 წელს ზუგდიდში, დევნილთათვის 6 კორპუსი აშენდა 432 ბინიანი, ხოლო, 2018 წელს აშენდება 2 კორპუსი 144 ბინით.
მან ასევე, ისაუბრა განსახლების ალტერნატივაზე და დევნილი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების და ბინების შეძენა-შესყიდვზე. აბლოთიას თქმით, ძალიან პოპულარულია პროექტი ,,სოფლად სახლი’’ . მისი ინფორმაციით, ამ პროექტზე ყველაზე დიდი განაცხადი სამეგრელოს რეგიონიდაა შემოსული და მეორე ადგილს იმერეთი იკავებს.
ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისის უფროსის მზევინარ ჯოჯუას თქმით, პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ადგილობრივ თემებში, დევნილთა საზოგადოების და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების ზრდით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AIQcHbqZGW4[/embedyt]
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება მოხდა საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატის ჩამოყალიბაზე.