პროგრამა სკოლის შემდგომი განათლებისთვის განხორციელდება


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეთა სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა.

პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!