პრემიერმა, ზუგდიდში, ც ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება კომბინირებული ცენტრი, სადაც მოსახლეობას სკრინინგთან, ექიმის კონსულტაციასთან, მკურნალობასთან ერთად, მედიკამენტების მიღებაც შეეძლება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს ცენტრი ასევე მოემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, იმ პირებსაც, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტები აქვთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ, კომპანია „გილიადმა“ გაითვალისწინა ეს გარემოება და დაგვრთეს ნება ნეიტრალური პასპორტის მფლობელებმა იმკურნალონ ამ ცენტრში. სამწუხაროდ,  ამ რეგიონში C ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!