“უთვალავი წინდა”


21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, აქცია სახელწოდებით: „ უთვალავი წინდა’’გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჭრელი წინდებითა და ფერადი ბუშტებით მსვლელობა გამართეს ცენტრალური მოედნიდან ბულვარამდე. აქციის დასასრულს, მონაწილეებმა, ცენტრალურ მოედანზე სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. აქციას ქალაქ ზუგდიდის მერიაც შეუერთდა.

ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში მეხუთე წელია აღნიშნება. „ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა ამ ბავშვებისთვის და სიმბოლურად გამოვხატავთ თანადგომას ამ დიაგნოზის მქონე  ბავშვებისთვის. ჩვენი თანადგომით ვამტკიცებთ იმას, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ბავშვებისგან და მათ აქვთ ყველა ის უფლება, როგორც ყველა დანარჩენ მოქალაქეს’’. -თქვა მან ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=kqxV8ZXc9wM[/embedyt]

დღის ცენტრის ადმინისტრატორმა იამზე ალფენიძემ გვითხრა, რომ ეს ბავშვები არიან მზე, სხივი და სითბო. სიყვარულის, კეთილსინდისიერების განსახიერება. ისინი უბოროტონი,  უმანკოები არიან. „ცხოვრებაში მეორე შანსი რომ მქონოდა, ალბათ იგივეს გავაკეთებდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მადლობა უფალს ამის შესაძლებლობა რომ მაქვს.’’-განაცხადა ალფენიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rU8ssDTg8mw[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!