დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დადიანების სასახლის ეზოში, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას შეხვდა. პრემიერ-მინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაჰპირდა.
მოგვიანებით, დადიანების სასახლის ეზოდან, შეხვედრამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლა. მამუკა ბახტაძე სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან ერთად ისაუბრა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
შეხვედრის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული ქართველის გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ ოთხოზორიას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.
დღეს, დილით, მთავრობის მეთაური ზუგდიდში დევნილებისთვის ბინის გასაღებების გადაცემას დაესწრო.