“მხიარული ნოტები” დასრულდა


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლის საკონცერტო დარბაზში, მუსიკალურ-შემოქმედებითი პროექტის ,,მხიარული ნოტები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ერთკვირიანი იყო და მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44-მა საბავშვო ბაღმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ დაწესებული სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.77

დასკვნით ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანვა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.90

პროექტის მიზანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ბავშვებში აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების გაღრმავება და ბავშვებში ზნეობრივი, სოციალური და ესთეტიკური უნარების განვითარება იყო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!