- პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს. “დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ვაფართოებთ და ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც”, -განაცხადა ცქიტიშვილმა.