“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ზუგდიდელ ამომრჩევლებს შეხვდნენ


“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დღეს, ქალაქის მეორე საჯარო სკოლასთან ამომრჩევლებს შეხვდნენ.  შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა პარტიის ერთ-ერთმა  ლიდერმა დავით-თარხან მოურავმა. მსნ ისაუბრა პარტიის საარჩევნო პროგრამაზე და იმ გეგმებზე, რასაც მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

  მან ისაუბრა, აგრეთვე, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისში დაგეგმილ აქციაზე.  „შევქმანთ სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ვალი აქვს ხალხის, რომ იცხოვროს ხალხისთვის, ამიტომ 8 ოქტომბერს რვა ნომერი უნდა შემოვხაზოთ, უნდა შევქმნათ  ქვეყანა, სადაც თითოეული თქვენთაგანისთვის ცხოვრება უკეთესია, სადაც ხელისუფლებას კი არ  ეხვეწები, რაღაცას,  ავალდებულებ. ეს უნდა შეიცვალოს და უნდა შევცვალოთ ჩვენ. გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, თუ  როგორ მიდიხარ არჩევნებზე შენ,  თუ არ მიდიხარ არჩევნებზე, იცოდე, ან მიშამ მოგპარა ხმა, ან ხელისუფლებამ. უნდა მიხვიდე  არჩევნებზე  თუ გინდა გაიმარჯვო, თუ გინდა  შეცვალო რამე.“ [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=vjGSNe_3rn4[/embedyt]

დავით თარხან-მოურავის თქმით, 280 ათასი  ხელშეკრულება აქვთ დადებული მოსახლეობასთან, რომ ისინი მოვლენ არჩევნებზე და მხარს დაუჭერენ „პატრიოტთა ალიანსს”. მან ასევე უნდობლობა გამოთქვა წინასაარჩევნო კვლევებზე. მოურავის თქმით, არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსი” იმარჯვებს, რადგან მათზე ძლიერი პარტია დღეს არავინაა.  შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი  კონსტანტინე გამსახურდია, მან შეკრებილ საზოგადოებას მეგრულად მიმართა და გაიხსენა „ეროვნული მოძრაობის“ დროს დაღუპული მებრძოლები. „ზუგდიდი ეს არის ქალაქი, რომელმაც თავი გამოიჩინა, იმით, რომ მონის ბორკილს არ შეეგუა. იმ მონის ბორკილს, რომელსაც ჩვენ გვადებდნენ 1992 წლის 6 იანვრიდან   მოძალადეები  და ავაზაკები, რომლებმაც დაამხეს  კანონიერი ხელისუფლება და ცდილობდნენ ასე გაეტეხათ ჩვენი ნება’’. მან ასევე ისაუბრა აფხაზეთზე.

მოგვიანებით, პარტიის ლიდერმა შეკრებილ საზოგადოებას  წარუდგინა რეგიონის მასშტაბით  მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!