პატრიარქმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა


  • ვლაქერნობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები საეკლესიო ჯილდოებითა და ხარისხებით დააჯილდოვა.

ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ღვაწლისთვის:

  • დეკანოზ გალაქტიონ ფიფიას მიენიჭა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება;
  • დეკანოზ ილია ლუკავას მიენიჭა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება;
  • მღვდელი დავით ქირია აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 4 =

Akismet ანტისპამი