პატივი ეცით სიბერეს, ის თქვენი მომავალია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის დირექცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრში, როგორც ამჟამად მომუშავე და ასევე ყოფილ ხანდაზმულ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფ თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და წახალისების საკითხებს.

ამ მიზნით, “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხია, თანამშრომლებთან, უბნის უფროსთან ვასო ფარცვანიასთან, მთავარ სპეციალისტთან ხათუნა ჭურღულიასთან, შესყიდვების სამსახურის უფროსთან ზურაბ ალანიასთან, ბუღალტერთან დინარა ფიფიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან კობა კუხალეიშვილთან ერთად, ეწვივდნენ სოფელ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს “ჩემი მორდუ”, სადაც შეხვდნენ კომუნალური მეურნეობის ყოფილი თანამშრომელს, ქალბატონ თამილა ფიფიას, რომელმაც 30 წელზე მეტი იმუშავა ამ სფეროში.

“ზუგდიდდასუთავების” ცენტრის თანამშრომლებმა, ვიზიტის დროს, გაიცნეს “ჩემი მორდუს” სხვა ბენეფიციარებიც, რომლებიც ქალბატონ თამილა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდნენ. გაიმართა გულახდილი საუბარი, იყო იუმორი, მოგონებები, ქვეყნის მომავალზე ფიქრი. შეხვედრა გულთბილი და ამაღელვებელი აღმოჩნდა. ბენეფიციარებმა სტუმრებთან დიდხანს ისაუბრეს და დაპირება მიიღეს, რომ მათი სტუმრობა ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც აუცილებლად მოვლენ. “ზუგდიდდასუთავების”  თანამშრომლებმა, ცენტრის ბენეფიციარებს გადასცეს საჩუქრები.  

“ზუგდიდდასუფთავების” ხელმძღვანელობა მადლობას უხდის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” აღმსარულებელ დირექტორს ნუკრი მილორავას, “ჩემი მორდუს” მენეჯერს ირაკლი ქოჩუას, მედდებს: სოფიო სალიას და მონიკა აბრალავას მხცოვანი ადამიანებისთვის გაწეული ზრუნვისთვის, გვერდში დგომისთვის და თანაგრძნობისთვის.

ნუგზარ მალაშხია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის დირექტორი: -ჩვენი სტუმრობა მხცოვან ადამიანებთან და ზოგადად ეს შეხვედრა, არის დასტური რომ ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით ეს სჭირდებათ მხცოვან ადამიანებს. “ჩემი მორდუს” ბენეფიციარებმა ჩვენი სტუმრობის გამო, დიდი სიხარული გამოხატეს. გადავწყვიტეთ, ეს აქცია ერთჯერადი არ იყოს. სასურველია, ჩვენი ცენტრის ინიციატივას სხვებიც შემოუერთდნენ. მოქალაქეებმა, საზოგადოებრივი ასპარეზიდან წასვლის შემდეგაც უნდა იგრძნონ, რომ საჭირო ადამიანები არიან. ჩვენ, ყველანი, ვბერდებით, სიბერე ჩვენი ბუნებრივი მომავალია და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივცეთ თაობებს, როცა თავად ვართ აქტიურები, ჯანმრთელები და ენერგიულები. პროექტი „ჩემი მორდუ“ ამ კუთხით, არის საინტერესო და საჭირო პროექტი. ვფიქრობ, მოქალაქეებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი მის განვითარებაში, თუნდაც იმაში, რომ მის ბენეფიციარებს ვაგრძნობინოთ, რომ არ არიან მარტო, ჩვენც მათთან ვარ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!