პარლამენტში დავით კოდუას ზურა ქადაგიძე ჩაანაცვლებს


  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით კოდუას ადგილმონაცვლის, ზურაბ ქადაგიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა ცნოს ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

დღეს, საკანონმდებლო ორგანომ დავით კოდუასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

დავით კოდუა ზუგდიდის მერად აირჩიეს, აღნიშნული თანამდებობა კი, პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!