- ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა.
ინფორმაციისთვის: ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.
გიორგი ამილახვარი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.