- პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრებს.