მერიამ m2-ს, სასტუმროსთვის მიწა მიჰყიდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

“ქ. ზუგდიდი თეატრის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებებით 7 270 118 ( შვიდი მილიონ ორას სამოცდაათი ათას ას თვრამეტი) ლარად m2 შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო უძრავი ქონებაზე 8 000 000 (რვა მილიონი) ა.შ.შ დოალრის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება, 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს მშენებლობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთის გასხვისების მომენტიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟს. შემძენი ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა დაასრულოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში. ქ. ზუგდიდი მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 100 500 ლარად გაიყიდა. აუქციონის პირობის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე 2 (ორი) ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!