- ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებით, 15-16 ოქტომბერს, გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ: 15 ოქტომბერს, დილის 06:30-დან საღამოს 22:00-მდე, სრულად ჩაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა.
16 ოქტომბრის 18:00სთ-მდე, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45 მიმდებარედ ( ცენტრალური ბულვარი);
ასევე, სრულად ჩაიკეტება მერაბ კოსტავასა და გამარჯვების ქუჩები.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს