- დღეს, ზუგდიდში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები მედიასთან ამბობენ, რომ ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და საოლქო კომისიის შენობასთან მისვლას გეგმავენ.
აქციის მონაწილეებმა ქუჩაში ფლაერები დაარიგეს, რითაც მოსახლეობას ხვალ თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდეს.