9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში საბავშვო ბაღები იხურება


  • თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − 13 =

Akismet ანტისპამი