- პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, ამისთვის უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა აგროვებს საბრძოლო ძალებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნონ თავიანთი სამხრეთ ტერიტორია რუსეთისგან“, – წერს გამოცემა.
რეზნიკოვის თქმით, ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს უბრძანა, დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი გვეტყვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ა, ბ, გ… ეს ჩემი საქმეა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.