- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე-ფაქტო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, 224 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 82 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.