- ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქრორწინებენ.
კუომომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა. ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.